Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე გორის რაიონის


ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე გორის რაიონის სოფელ აძვთან ეუთოს ორი მეთვალყურის დაკავება

ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე გორის რაიონის სოფელ აძვთან ეუთოს ორი მეთვალყურის დაკავება
საქართველოს ხელისუფლებამ პროვოკაციად შეაფასა. საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, დღევანდელი ფაქტი ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირი კანონი და საერთაშორისო ნორმა არ მოქმედებს. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა უარყო, რომ ეუთოს მეთვალყურეები ოსმა მილიციელებმა გაიტაცეს. ედუარდ კოკოითიმ სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები მხოლოდ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს და რესპუბლიკიდან გააძევეს. დღესვე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამა განაცხადა, რომ აფხაზეთის ხელისუფლება გაეროს მეთვალყურეებს არ დართავს მუშაობის გაგრძელების ნებას, თუ არ შეიცვლება მათი მანდატი.
XS
SM
MD
LG