Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში დღეს


გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში დღეს ძლიერი აფეთქება მოხდა.

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში დღეს ძლიერი აფეთქება მოხდა.
თუმცა, როგორც დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახური იუწყება, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამავე სამსახურის განცხადებით, ქართული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ტერაქტი მესაზღვრეთა წინააღმდეგ იყო მიმართული. აფეთქებასთან კავშირი თბილისში კატეგორიულად უარყვეს. დღესვე საქართველოს ხელისუფლებამ გამოთქვა ინიციატივა, რომ აფხაზეთი შეიარაღებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადდეს.
XS
SM
MD
LG