Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კონტრ-ადმირლის მარკ


აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კონტრ-ადმირლის მარკ ჰარნიჩეკის განცხადებით,

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კონტრ-ადმირლის მარკ ჰარნიჩეკის განცხადებით,
ტაჯიკეთმა ნება დართო ნატოს, თავისი ტერიტორიით გაატაროს ავღანეთიკენ მიმავალი ტრანსპორტი. ტაჯიკეთის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, კონტრ-ადმირალმა განაცხადა, რომ ტაჯიკეთმა პრინციპში, უფლება მისცა ნატოს, გამოიყენოს მისი რკინიგზა და სხვა გზები, ავღანეთში ჯარებისთვის განკუთვნილი ტვირთის (თუმცა, არა იარაღის) ტრანსპორტირებისთვის. ჰარნიჩეკის თქმით, შეთანხმება ჯერჯერობით ხელმოწერილი არ არის. ვაშინგტონი ეძებს გზებს ავღანეთში თავისი ჯარის მომარაგებისთვის მას მერე, რაც ყირგიზეთმა გამოაცხადა, რომ თავის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზას ხურავს. ეს ბაზა მომარაგების საკვანძო ობიექტი იყო. დღეს ყირგიზეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად აცნობა ვაშინგტონს, რომ ამერიკელ სამხედროების 180 დღე ეძლევათ ყირგიზეთის ტერიტორიის დასატოვებლად.
XS
SM
MD
LG