Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს რუსეთის რამდენიმე ქალაქში ანტისამთავრობო


დღეს რუსეთის რამდენიმე ქალაქში ანტისამთავრობო აქციები გაიმართა.

დღეს რუსეთის რამდენიმე ქალაქში ანტისამთავრობო აქციები გაიმართა.
მოსკოვში, ჩისტიე პრუდის ბულვარზე, 300-მდე ადამიანი შეიკრიბა რუსეთის ოპოზიური მოძრაობა "სოლიდარობის" მიერ მოწყობილ სანქცირებულ მიტინგზე, რომლის მთავარი ლოზუნგი მთავრობის გადადგომის მოთხოვნას შეიცავდა. როგორც რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი იუწყება, "სოლიდარობის" გარდა, მიტინგში მონაწილეობდნენ რუსეთის სახალხო-დემოკრატიული კავშირის წევრები ამ ორგანიზაციის ლიდერის მიხაილ კასიანოვის ხელმძღვანელობით, აგრეთვე, რამდენიმე სხვა ოპოზიციური გაერთიანების წევრები, ადამიანის უფლებათა დამცველები. სხვადასხვა ხასიათის საპროტესტო აქციები გაიმართა ეკატერინბურგსა და ნიჟნი ნოვგოროდში, აგრეთვე, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის რამდენიმე ქალაქში.
XS
SM
MD
LG