Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს რამდენიმე ოპოზიციური პარტია


საქართველოს რამდენიმე ოპოზიციური პარტია,

საქართველოს რამდენიმე ოპოზიციური პარტია,
მათ შორის პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", შეუერთდა მოთხოვნას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს დაიწყებს 9 აპრილს. "კონსერვატიული პარტიის", "საქართველოს გზის", "ხალხის პარტიის" და პარტიის "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერებმა, გუშინ და დღეს ცალ-ცალკე გამართულ პრეს-კონფერენციებზე გამოსვლისას, არ გაიზიარეს მოწოდება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ. რეფერენდუმის მოთხოვნით გუშინ გამოვიდა რესპუბლიკური პარტიის, ახალი მემარჯვენეებისა და გაეროში საქართველოს ყოფილ ელჩ ირაკლი ალასანიას ალიანსი.
XS
SM
MD
LG