Accessibility links

ახალი ამბები

რუსეთს სურს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა

რუსეთს სურს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა ნორვეგიასთან.

რუსეთს სურს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა ნორვეგიასთან.
გავცრელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ნორვეგიასთან ურთიერთობის სხვადასხვა ფორმის განმტკიცებით, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში და არქტიკის პრობლემებში. ამ საკითხზე მედვედევმა ელჩებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. ნორვეგიის ენერგოკომპანია "სტატოილ ჰიდრომ" 2007 წელს მოიპოვა ნებართვა, განავითაროს შტოკმანის გაზის საბადო რუსეთის სანაპიროზე ბარენცის ზღვაში. შედეგად, ეს კომპანია ერთ-ერთია სულ რამდენიმე უცხოური ენერგოკომპანიიდან, რომლებმაც ბოლო წლებში გაიმარჯვეს რუსეთში გამოცხადებულ ტენდერებში.

ყველა ახალი ამბავი

რუსეთისა და თურქეთის სამხედროებმა ხუთშაბათს მონაწილეობა მიიღეს ბრძოლებში სირიის პროვინცია იდლიბში

რუსეთისა და თურქეთის სამხედროებმა ხუთშაბათს მონაწილეობა მიიღეს ბრძოლებში სირიის პროვინცია იდლიბში, სადაც შეიარაღებული ოპოზიციის შენაერთებმა სცადეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმიისთვის წაერთმიათ ადრე დაკარგული ტერიტორიები.

კონფლიქტის ორი მხარის მრავალრიცხოვანი ცნობების თანახმად, ოპოზიციის რაზმებმა თურქეთის არტილერიის მხარდაჭერით დაიწყეს იერიში დასახლებულ პუნქტ ნაირაბზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის შენაერთებმა მოახერხეს სირიის არმიის თავდაცვის გარღვევა, რუსეთის თვითმფრინავებმა დარტყმები განახორციელეს მათ წინააღმდეგ.

„ამან სირიის ჯარებს ყველა იერიშის წარმატებით მოგერიების საშუალება მისცა“, ნათქვამია ცნობაში, რომელიც ასევე შეიცავს თურქეთისადმი მოწოდებას, „ინციდენტების თავიდან ასაცილებლად შეწყვიტოს ტერორისტების მოქმედებების მხარდაჭერა“ (რუსეთი ასე უწოდებს სირიის ოპოზიციურ ძალებს).

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიადარტყმების შედეგად იდლიბში დაიღუპა თურქეთის ორი სამხედრო მოსამსახურე და ხუთი დაიჭრა. ამასთან, ავიადარტყმებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სირიის სამთავრობო ძალებს. ანკარა იტყობინება, რომ ამის შემდეგ თურქეთის ჯარებმა ასადის ძალებს საპასუხო საარტილერიო დარტყმები მიაყენეს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი შეხვდა „სირცხვილიას", „გაბედეს" და „შეცვალეს" ლიდერებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი, კრის სოჩა საქართველოს სამი ახალგაზრდული მოძრაობის: „სირცხვილია", „გაბედე" და „შეცვალეს" ლიდერებს შეხვდა.

როგორც საელჩო იტყობინება, სოჩამ საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური კლიმატი განიხილა და საქართველოს დემოკრატიული ტრადიციების გაღრმავებაში მსგავსი ჯგუფების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. კრის სოჩამ აღნიშნა, რომ მათი ხმები და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიის გრძელვადიანი წარმატებისთვის.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კრის სოჩა შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოს განსახილველად.

გახარია: კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ გამოეხმაურა 2019 წლის ოქტომბერის კიბერშეტევას.

გახარია დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან დომინიკ რააბს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„გასული წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფომ, მედიამ და ბიზნესსუბიექტებმა სრულიად უგუნური კიბერთავდასხმა განიცადეს. ეს შეუწყნარებელი აქტი მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას. დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ძლიერ მხარდაჭერას“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

კიბერთავდასხმის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო განცხადებას „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და წერს:

„ჩვენ საქართველოსთან ერთად ვგმობთ მისი ხალხისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს ქმედება საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა ყველა ქვეყნის პასუხისმგებლიან ქცევაზეა დამოკიდებული".

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

„კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამისტროს განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. პირველადი მონაცემებით, ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), 2000-მდე საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

რუსეთი კიბერშეტევასთან დაკავშირებით საქართველოს განცხადებას ეხმაურება

„რუსეთი არანაირად არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას“ ,-უთხრა სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ. ის გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას "გრუ"-ს მიერ საქართველოშიგ ანხორცილებულ კიბერშეტევაზე.

„ჩვენ ამ კომენტარებს საქართველოს იმ წარმომადგენელთა სინდისზე ვტოვებთ, ვინც ისინი გააკეთა, რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რამენაირად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში ამა თუ იმ ფორმით“, - განაცხადა რუდენკომ.

„რის ნოვოსტის“ თანახმად უფრო ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო თანამშრომლობას სთავაზობდა კიბერთავდასხმის ნებისმიერი გამოვლენის საწინააღმდეგოდ. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთს არ ჰქონდა და არასოდეს ექნება კიბერსეფროს დანაშაულებთან შეხება.

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

„კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამისტროს განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. პირველადი მონაცემებით, ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), 2000-მდე საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს კიბერშეტევას, რომელიც რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.

კიბერშეტევა დაგმო გაერთიანებულმა სამეფომ.„გრუ”-ს უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

გელა გიორგაძე

საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად გელა გიორგაძე დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გელა გიორგაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში 1994-1998 სწავლობდა. მიღებული აქვს ისტორიის მასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო 2000-2005 წლებში სწავლობდა ჰელმუტ შმიდტის უნივერსიტეტში (ბუნდესვერის სამხედრო უნივერსიტეტი), მიღებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
სამხედრო განათლება გელა გიორგაძემ 1994-1998 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გაერთიანებული სამხედრო აკადემიაში მიიღო, 1995-1997 წლებში გაიარა ბუნდესვერში (გფრ-ა) ოფიცრის სრული კურსი, 2016 წელს კი ამავე სასწავლებელში - სამეთაურო - საშტაბო კურსი.

გელა გიორგაძე 2019 წლის ოქტომბრიდან თადარიგის ოფიცერია. მანამდე იგი თავდაცვის ძალების გენერალური შტაბში მუშაობდა. იყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი. 2013-2016 წლებში გელა გიორგაძეს გერმანიასა და შვეიცარიაში თავდაცვის ატაშეს თანამდებობა ეკავა. 2010-2012 წლებში იგი თავდაცვის ატაშე იყო პოლონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში.

გელა გიორგაძე მონაწილეობდა კოსოვოს, ერაყის და მტკიცე მხარდაჭერის სამშვიდობო მისიებში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გელა გიორგაძე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოვალეობის შესრულებას დღეიდან, 20 თებერვლიდან შეუდგა.

აღნიშნულ თანამდებობაზე მან შეცვალა დიმიტრი ლეჟავა, რომელიც მედიის თანახმად, საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკი) ყოფილი ოფიცერი იყო.

პრეზიდენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ დიმიტრი ლეჟავამ თანამდებობა 2019 წლის დეკემბერში, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პირადი გადაწყვეტილებით დატოვა. იგი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს 2019 წლის ივლისიდან იკავებდა.

საქართველოს პრეზიდენტი „გრუ"-ს კიბერშეტევას ჰიბრიდული ომის მაგალითს უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას „გრუ“-ს მიერ საქართველოს სახელმწიფო უწყებების და მედიის ვებ-გვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე.

„2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რითიც შეეცადა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პარალიზებას.

აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა“
,- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

„კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამისტროს განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. პირველადი მონაცემებით, ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), 2000-მდე საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

ეუთომ რუსეთს მოუწოდა, განაახლოს ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიება

ხალხს ყვავილები მიაქვს ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზე. 2019 წ. 24 თებერვალი.

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ 20 თებერვალს რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, განაახლოს ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიება. რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხუთი წლის წინ მოკლეს მოსკოვში.

„მისი სიკვდილი ტრაგედია იყო რუსეთისთვის და დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკურ კლიმატზე, გაავრცელა რა შიში და, სავარაუდოდ, გზა გაუხსნა შემდგომ თავდასხმებსა და რეპრესიებს,“ ნათქვამია ეუთოს განცხადებაში.

2015 წლის 27 თებერვალს ნემცოვს ახლო მანძილიდან ესროლეს მოსკვორეცკის ხიდზე, კრემლის მახლობლად. 2017 წლის ივნისში სასამართლომ ყოფილ ჩეჩენ სამხედრო მეთაურს, ზაურ დადაევს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით. კიდევ ოთხი ჩეჩენი ცნეს მკვლელობასთან კავშირში დამნაშავედ და მათ 11-დან 19 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. კრიტიკოსები, მათ შორის ნემცოვის კოლეგები და ახლობლები, ამბობენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ დაადგინა, ვინ იყო მკვლელობის დამკვეთი. ზოგიერთმა გამოთქვა ეჭვი, რომ მკვლელობა დაუკვეთა ვინმემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ან ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის უახლოესი წრიდან.

გაერთიანებული სამეფო გმობს რუსეთის “გრუ”-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას

გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოააშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე, - ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრმა (NCSC), დიდი ალბათობით დაადგინა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს “გრუ”-მ განახორციელა მასშტაბური და ზიანის მომტანი კიბერშეტევები.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „გრუ”-ს უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია“.

„ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ “გრუ”-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოვედლღიურ ცხოვრებას. გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა:

„რუსეთის მთავრობას აქვს არჩევანი: გააგრძელოს ეს აგრესიული მოქმედებების სერია სხვა სახელმწიფოების მიმართ, ან გახდეს პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს.

„გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მათ გამოაშკარავებას, ვინც ახორციელებს უგუნურ კიბერშეტევებს და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას “გრუ”-ს დამაზიანებელი მოქმედებების აღსაკვეთად“.

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

„კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამისტროს განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. პირველადი მონაცემებით, ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), 2000-მდე საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

პოლიტიკოსი ქალები ფემიციდის გახშირებულ ფაქტებს ერთობლივი განცხადებით გმობენ

პოლიტიკური პარტიების ქალი წევრები ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებს საქართველოში ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის უკიდურეს გამოვლინებად მიიჩნევენ. ერთობლივ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ სანამ ქალებს ასე მარტივად კლავენ, ქვეყანა ვერ ჩამოყალიბდება დემოკრატიულ საზოგადოებად, სადაც ყველა ადამიანი თანასწორია.

"2020 წლის პირველი თვენახევრის განმავლობაში ფემიციდის უკვე სამი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს საგანგაშო სტატისტიკაა. ოჯახური ძალადობა, ისევე როგორც ქალთა მიმართ ძალადობა, წარმოადგენს არა მხოლოდ ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისა და ქვეყნის ტრაგედიას",- ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტიკოსი ქალები აღნიშნავენ, რომ სქესთა შორის უთანასწორობას საზოგადოების მენტალიტეტში აქვს ფესვები გადგმული და მის აღმოსაფხვრელად საკმარისი არ არის სახელმწიფოს მიერ მხოლოდ კანონმდებლობის შექმნა ან მისი აღსრულება.

„ვფიქრობთ, ეს ის საკითხია, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური აქტორი და თავიანთი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში გადადგან შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები:

სახელმწიფომ მისი ყველა შტოსათვის გააძლიეროს პრევენციული და ეფექტური პოლიტიკა. კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.“ სწორედ ამ სულისკვეთებით უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებათა გაცილებით ფართო სპექტრი, როგორც საკანონმდებლო, ისე ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო, კულტურული და სხვა, რათა დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობის და უთანასწორობის პრობლემა საქართველოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თავის მხრივ, პოლიტიკოსი ქალები მზად არიან გაიზიარონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა.

ჩვენ მზად ვართ დავგეგმოთ და გავატაროთ/გავაძლიეროთ შიდაპარტიული ღონისძიებები, ასევე საჯარო აქტივობები იმგვარად, რომ ხელი შევუწყოთ თანასწორობის, როგორც უმნიშვნელოვანესი ღირებულების დამკვიდრებას როგორც საკუთრივ პარტიებში, ისე საჯარო პოლიტიკაში და საზოგადოებრივ პროცესებში“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ქალთა პოლიტიკური გაძლიერების პროგრამის“ მონაწილე პარტიები: „გირჩი“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", „კონსერვატიული პარტია“, „ლელო საქართველოსთვის“, „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო“, „სამართლიანობისთვის“, „სამოქალაქო მოძრაობა“ , „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“.

„ქართველი ხალხის წერილი თავისუფალ სამყაროს“ - სამოქალაქო საზოგადოება ღია პეტიციას აქვეყნებს

ფოტო: თავისუფლების ინსტიტუტი

ღია პეტიცია გამოაქვეყნა სამოქალაქო საზოგადოებამ. მასზე მიერთება ყველა მოქალაქეს შეუძლია.

პეტიციის ხელმომწერები მიმართავენ დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს: „გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა საქართველოს არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი დავიყოლიოთ კომპრომისზე - შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, ჩაატაროს საარჩევნო რეფორმა, რაც შეამცირებს დაძაბულობას და ჩააცხრობს პოლიტიკურ მღელვარებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ პერიოდში“.

გაეცანით პეტიციის ტექსტს სრულად:

„ქართველი ხალხის წერილი თავისუფალ სამყაროს

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვითხოვთ დახმარებას ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად.

საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლების შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე. არაერთი დაბრკოლებისა და შეცდომის მიუხედავად, ასევე სკეპტიკოსთა გასაკვირად, ჩვენი ქვეყანა წარმატებული რეფორმების მაგალითად იქცა. ქართველი ხალხის მტკიცე ნებითა და დასავლეთის მხარდაჭერით, საქართველო რეგიონში დემოკრატიის ლიდერი გახდა.

მაგრამ დღეს ყველა ეს მიღწევა აშკარა და მზარდი საფრთხის ქვეშ დგას - ახალგაზრდა ქართულ დემოკრატიას ჩამოშლა ემუქრება.

საქართველოს არაფორმალური მმართველი, რუსეთთან კავშირების მქონე ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანას თავის სამფლობელოდ განიხილავს და ასეც მართავს - მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან, ისე, როგორც საბჭოთა კავშირში. ის არ იკავებს სახელმწიფო თანამდებობას, შესაბამისად, არც ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე. ოლიგარქი სრულად აკონტროლებს ძალაუფლების სამივე შტოს, იყენებს სასამართლოს, როგორც პოლიტიკურ იარაღს, კრიტიკის ჩასახშობად, პოლიტიკური ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დასაპატიმრებლად. პროდასავლელი ოპონენტების დემონიზების მიზნით, ის აფინანსებს და აორგანიზებს ანტიდასავლური დეზინფორმაციის კამპანიებს. არაფორმალური მმართველის გაუწონასწორებელი და შეუკავებელი ძალაუფლება თესავს შუღლს და ძალადობას საქართველოში, რითაც მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი - რუსეთი ხეირობს.

ივანიშვილის მიერ ძალაუფლების თავხედურად მიტაცების მიმართ საზოგადოება უარყოფითად განეწყო. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საარჩევნო სისტემის რეფორმას. მათ კარგად ესმით, რომ პოლიტიკური პლურალიზმის აღდგენა აუცილებელია, რათა შეჩერდეს სახელმწიფოს მიტაცებისა და ერთპიროვნული მმართველობის პრაქტიკა, ასე დამახასიათებელი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ბოლო წლებისთვის.

2019 წლის ივნისში სახალხო პროტესტის მიერ გამოწვეული პოლიტიკური რყევებით შეშფოთებული ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, საარჩევნო სისტემის რეფორმირების საჯარო პირობა დაედო. თუმცა ოთხი თვის შემდეგ ძალაუფლების დაკარგვის პერსპექტივით შეშინებულმა ოლიგარქმა გატეხა სიტყვა და ჩააგდო კანონპროექტი. მეტიც, მოგვიანებით ივანიშვილმა ჩაშალა ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკების პროცესი, როცა დააპატიმრა ოპოზიციის გავლენიანი ლიდერი და ამით ნათელი გახადა, რომ დიალოგი არ აინტერესებს.

საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს - რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის. ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას გავლენა აქვს გლობალურ უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე. ძლიერი და დემოკრატიული საქართველო იქნება მნიშვნელოვანი მაგალითი მსოფლიოსთვის. მისი მარცხი კი გააძლიერებს რუსეთის პოზიციას ევროატლანტიკური წესრიგის წინააღმდეგ.

ჩვენი ურყევი მიზანია ქართული დემოკრატიის გაძლიერება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად გვჭირდება დასავლეთის მტკიცე თანადგომა და მხარდაჭერა.

მოგმართავთ დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა საქართველოს არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი დავიყოლიოთ კომპრომისზე - შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, ჩაატაროს საარჩევნო რეფორმა, რაც შეამცირებს დაძაბულობას და ჩააცხრობს პოლიტიკურ მღელვარებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ პერიოდში“.

ამ დროისთვის პეტიციას 350-ზე ადამიანი უერთდება. ის თავდაპირველად 113 პირის ხელმოწერით გამოქვეყნდა, მათ შორის არიან დიპლომატები, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციები, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები.

  1. გია ნოდია - მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი.
  2. გიორგი ბადრიძე - უფროსი სამეცნიერო თანამშრომელი, GFSIS, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი
  3. გრიგოლ მგალობლიშვილი - NATO-ში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, ყოფილი ელჩი თურქეთში
  4. მაკა ჩიჩუა - საქართველოს ყოფილი პირველი ლედი
  5. ბათუ ქუთელია - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი, ყოფილი ელჩი აშშ-ში
  6. ნონა წოწორია - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე
  7. დავით რაქვიაშვილი - საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი
  8. თორნიკე გორდაძე - პროფესორი, პოლიტიკური სწავლებების ინსტიტუტი, პარიზი, ლილი, ბორდო
  9. ვატო ლეჟავა - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი.
  10. აკაკი ცომაია - საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი
  11. ალიკა კუპრავა - ილიას უნივერსიტეტის ლექტორი.
  12. გიგა ბედინეიშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი
  13. ნანა ალექსანდრია - ჭადრაკის გროსმაისტერი, ორგზის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი
  14. ანა ჟვანია - GFSIS-ის მკვლევარი თანამშრომელი, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი
  15. გიორგი რუხაძე - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი და ევროპული კვლევების დირექტორი
  16. თეონა აქუბარდია - საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე
  17. იაგო კაჭკაჭიშვილი - თსუ-ის სოციოლოგიის და სოციალური სამუშაოს დეპარტამენტის უფროსი
  18. ეკა აკობია - საერთაშორისო ურთიერთოების ექსპერტი
  19. შოთა ღვინერია - საქართველოს ყოფილი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში
  20. გიორგი თაბაგარი - თბილისი პრაიდის დირექტორი.
  21. ანასტასია ბენდუქიძე - ცოდნის ფონდის დირექტორი
  22. აჩიკო გულედანი - მუსიკოსი, Tbilisi Open Air-ის დამფუძნებელი.
  23. თინათინ ხიდაშელი - “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
  24. დავით ჯანდიერი - დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ცენტრის დირექტორი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრი
  25. ლაშა ბუღაძე - მწერალი.
  26. ლევან ბოკერია - კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორანტი
  27. ლევან რამიშვილი - „თავისუფლების ინსტიტუტის" თავმჯდომარე
  28. ნოდარ ხარშილაძე - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი
  29. ბექა მინდიაშვილი - ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დამფუძნებელი
  30. ნათია სამუშია - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორის მოადგილე
  31. ნინო ევგენიძე - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი
  32. თამარა ჩერგოლეიშვილი - „ტაბულას" დამფუძნებელი.
  33. პაატა შამუგია - პოეტი.
  34. გიორგი თარგამაძე - „TV ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილე.
  35. ნუცა ბათიაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი
  36. ანინა ტეფნაძე - On.ge-ს დირექტორი
  37. არჩილ მარშანია - მედიცინის დოქტორი, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი
  38. ბადრი გელიტაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი
  39. გიორგი ისაკაძე - BMG-ის მმართველი პარტნიორი
  40. თამარ კინწურაშვილი - მედიის განვითარების ფონდის დამფუძნებელი
  41. თამარ ცოფურაშვილი - ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორი
  42. ბექა კობახიძე - ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  43. ანა თავაძე - ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი
  44. ლევან ღამბაშიძე - მასწავლებელი
  45. ზურაბ კაჭკაჭიშვილი - საქართველოს ყოფილი ელჩი ინდოეთში
  46. ბეჟან ჯავახია - ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
  47. დავით პაიჭაძე - ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
  48. ზურაბ გუმბარიძე - TV ფორმულას გენერალური დირექტორი
  49. დავით ხიდაშელი - არტისტი
  50. ზურაბ დავითაშვილი - თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი
  51. დავით ხვადაგიანი - ისტორიკოსი
  52. გიორგი ჯანელიძე - სცენარისტი
  53. სალომე უგულავა - „ტაბულას" მთავარი რედაქტორი.
  54. დავით ზურაბიშვილი - მწერალი და პუბლიცისტი
  55. ნინო ჯანგირაშვილი - „TV კავკასიის" მფლობელი და დირექტორი.
  56. ნინი გოგიბერიძე - იურისტი
  57. გიორგი მშვენიერაძე - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე.
  58. დავით ზედელაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი.
  59. დიმიტრი ლიპარტელიანი - მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ჟურნალისტი.
  60. ნინია კაკაბაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.
  61. ბახვა ბრეგვაძე - მსახიობი, ტელეწამყვანი.
  62. შალვა ძებისაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი
  63. ირაკლი ტაბლიაშვილი - ორგანიზაციის - "ხმა საქართველოდან" დამფუძნებელი
  64. ელენ ნოდია - მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი.
  65. ედუარდ მარიკაშვილი - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორი.
  66. გაიოზ ჯაფარიძე - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი, GSAC
  67. გიორგი მაისურაძე - ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.
  68. თორნიკე შარაშენიძე - ჯიპას საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი
  69. თენგო ფხალაძე - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი
  70. გიორგი მელაძე - ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  71. ზაალ ანდრონიკაშვილი - ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
  72. გიორგი მუმლაძე - ილიას უნივერსიტეტის ლექტორი
  73. გიორგი ნონიაშვილი - ილიას უნივერსიტეტის ლექტორი
  74. გიორგი ტაბლიაშვილი - არტისტი.
  75. სალომე ხვადაგიანი - თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი.
  76. ნინო მაჭარაშვილი - „ტაბულას" რედაქტორი
  77. გელა ვასაძე - სტრატეგიული ანალიზის ცენტრის რეგიონალური კვლევების პროგრამის დირექტორი, მოძრაობები „გხედავ” და „სირცხვილია”.
  78. იოსებ ბერიკაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი
  79. ირაკლი ხვადაგიანი - ისტორიკოსი
  80. ლევან სუთიძე - „ტაბულას" ჟურნალისტი
  81. ვატო წერეთელი - „TV პირველის" მფლობელი
  82. ირაკლი ფორჩხიძე - საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დამფუძნებელი, ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი
  83. ივანე წერეთელი - თსუ-ის ასოცირებული პროფესორი
  84. ჯაბა დევდარიანი - საჯარო ადმინისტრირების რეფორმის საკითხებში დამოუკიდებელი კონსულტანტი
  85. სოფო გელავა - საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი
  86. ჯაბა ზარქუა - ლექტორი, გასტროენტეროლოგი
  87. ჯული გიორგაძე - პოლიტიკის კომუნიკაციების ექსპერტი
  88. კატო კოპალეიშვილი - „თავისუფლების ინსტიტუტი"
  89. თეო ხატიაშვილი - კინოკრიტიკოსი
  90. მიშა მშვილდაძე - „TV ფორმულას" ყოველდღიური შოუს წამყვანი
  91. ქეთევან ხაჩიძე - „ორბელიანი საქართველოს” დირექტორი
  92. მირიან ხუხუნაიშვილი - დირიჟორი
  93. ვლადიმერ აფხაზავა - ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი, მასწავლებელი
  94. ქეთევან მსხილაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი
  95. ხათუნა ლაგაზიძე - პოლიტიკური ანალიტიკოსი და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში
  96. ლანა ლაგვილავა - იურისტი, მწერალი
  97. ლევან სიხარულიძე - „თავისუფლების ინსტიტუტი"
  98. ლია ლიქოკელი - მწერალი
  99. ზაზა აბაშიძე - „ფლანგვის დეტექტორის” დამფუძნებელი
  100. რაულ აგიკიანი - იურისტი.
  101. პაატა გაფრინდაშვილი - საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი და გამგეობის წევრი
  102. რუსუდან კობახიძე - თბილისის მწვანე სკოლა
  103. მიშა მდინარაძე - კომპოზიტორი
  104. ნიკოლოზ ალექსიძე - თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სოციალური მეცნიერებების დეკანი.
  105. სერგო ჩიხლაძე - ექიმი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ჰუბერტ ჰამფრის პროგრამის მონაწილე 2013-14 წლებში
  106. თეონა ბექიშვილი - ლიტერატურათმცოდნე, ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი
  107. გვანცა ჩაჩანიძე - „თავისუფლების ინსტიტუტი"
  108. თენგო თევზაძე - სამართლისა და თანასწორობის ცენტრი
  109. ვახო ჯაჯანიძე - კინორეჟისორი
  110. ზაალ ჩხეიძე - მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე
  111. ზაზა კოშკაძე - მწერალი
  112. ზვიად რატიანი - პოეტი, მწერალი
  113. ზვიად აძინბაია - არარეზიდენტი სამეცნიერო თანამშრომელი, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა

მაიკ პომპეო: საქართველოზე რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას ვგმობთ

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო განცხადებას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და წერს:

"ჩვენ საქართველოსთან ერთად ვგმობთ მისი ხალხისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს ქმედება საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა ყველა ქვეყნის პასუხისმგებლიან ქცევაზეა დამოკიდებული".

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

„კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. პირველადი მონაცემებით, ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), 2000-მდე საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

ყაზახეთი: პროტესტის პასუხად ხელისუფლება კორონავირუსის ცენტრის გადატანას დათანხმდა

საპროტესტო აქცია სარიტერეკში. 2020 წ. 19 თებერვალი.

აღმოსავლეთ ყაზახეთში ხელისუფლება დაჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს და დათანხმდა, კორონავირუსის კარანტინი ჩინეთის საზღვართან მდებარე ზაისანის რეგიონიდან გადაიტანონ რაიონულ ცენტრში.

რეგიონის გუბერნატორი დანიელ ახმეტოვი 20 თებერვალს შეხვდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ქალაქ ზაისანში.

გუშინ საკარანტინო ცენტრების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა სოფლებში სარიტერეკსა და აინაბულაყში.

სარიტერეკში აქციის მონაწილეები შეიჭრნენ ადგილობრივ საავადმყოფოში, სადაც მოწყობილია კარანტინი ჩინეთიდან ჩამოსული ადამიანებისთვის და ცენტრიდან ყველა საწოლი გაიტანეს.

ახმეტოვმა დემონსტრანტებს უთხრა, რომ ცენტრში ჯერ არ იმყოფებიან პაციენტები და დაჰპირდა, რომ სამ დღეში გადაიტანენ ცენტრს. კარანტინის ცენტრს ეტაპობრივად გადაიტანენ ოსკემენში.

აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას

საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას საქართველოში 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს კიბერშეტევას, რომელიც რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.

„2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის განცდის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აშშ-ის სახელით პირობას დებს, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში.

„კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში.

ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“- ნათქვამია განცხადებაში.

"ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ რუსეთის კიბერშეტევის დაგმობაში; რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მსგავსი ქცევა საქართველოსა და ნებისმიერ სხვა ადგილას" წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეც.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), ათასობით საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ 28 ოქტომბერს კიბერშეტევა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მედიისა და სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებსა და სერვერებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

საქართველო რუსეთის გენშტაბს ადანაშაულებს ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევაში

ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის , მედიისა და სახელმწიფო უწყებების ვერ-გვერდებსა და სერვერებზე განცორცილებული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველო გმობს აღნიშნულ კიბერშეტევას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას, მიმართულს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ. მომხდარი ხაზს უსვამს ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოებისგანმტკიცებისკენ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობასდა ასევე კიდევ ერთხელ მოწმობს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბების აუცილებლობას“,- ნათვქმია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

„კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. პირველადი მონაცემებით, ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), 2000-მდე საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

თურქეთი და რუსეთი განიხილავენ ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ერთობლივი პატრულირების შესაძლებლობებს

თურქეთისა და რუსეთის სამხედროები თათბირობენ ჩრდილოეთ სირიაში, აინ ალ-არაბის რეგიონში პატრულირებისას. 2019 წ. 5 ნოემბერი.

თურქეთი და რუსეთი განიხილავენ ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, პროვინცია იდლიბში ერთობლივი პატრულირების შესაძლებლობებს. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება თურქეთის საელჩოს წყაროზე დაყრდნობით. სააგენტოსთან საუბარში წყარომ დააზუსტა, რომ სირიის თაობაზე ირანის, თურქეთისა და რუსეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში შეიძლება გაიმართოს თეირანში.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ადგილობრივ პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ ანკარას გადაწყვეტილი აქვს, მოსკოვთან კონტაქტები გააძლიეროს რეგიონში ვითარების დასარეგულირებლად.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში სირიის სამთავრობო ჯარებმა რუსეთის ავიაციისა და პროირანული შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერით დაიკავეს იდლიბის დეესკალაციის ზონის მნიშვნელოვანი ნაწილები, მას შემდეგ, რაც ტერიტორიების ნაწილი წაართვეს სირიის შეიარაღებულ ოპოზიციას, რომელსაც თურქეთი ეხმარება.

„დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტში ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ გამოდის წინადადებით შეიქმნას ანტიკორუფციული, დროებითი საპარლამენტო კომისია. ფრაქციის ინიციატივა ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანას აღნიშნული კომისიის შექმნის მიზნით.

„დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უწყებების მხრიდან არასათანადოდ მიმდინარეობს, ხოლო პარლამენტი ამ მიმართულებით ეფექტური მაკონტროლებელი ორგანო ვერ გახდა. „დამოუკიდებელი დეპუტატების“ შეფასებით, შედეგად კორუფციული სქემები „გარდამავალი დროშასავით გადადის ერთი მთავრობიდან მეორის ხელში“.

„ჩვენ არ ვენდობით ანტიკორუფციულ სააგენტოს, არ ვენდობით ფინანსურ პოლიციას, არ ვენდობით გენერალურ პროკურატურას“, - აღნიშნა „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა. მისი აზრით, კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ფუნქცია პარლამენტმა უნდა შეასრულოს. თავის მხრივ, ბრიფინგზე გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ კომისიის შექმნას უნდა მოჰყვეს სხვა ნაბიჯებიც, მათ შორის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სტრუქტურის შექმნა.

„დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ ინიციატივის მხარდაჭერის თხოვნით საერთაშორისო პარტნიორებსაც მიმართა. დეპუტატი ლევან კობერიძე ამბობს, რომ აქვთ კონკრეტული კორუფციული ფაქტები, კონკრეტული თემები, რომლებსაც სააშკარაოზე გაიტანენ:

„სახეზე გვაქვს ელიტარული, მათ შორის, ასევე პოლიტიკური კორუფციაც. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია უფრო და უფრო ძლიერდება. ამიტომ ჩვენ - „დამოუკიდებელი დეპუტატები“ თავს ვალდებულად ვთვლით, შევიტანოთ ეს ინიციატივა", - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ 2020 წლის ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ გაზაფხულზე პარლამენტს მიმართავენ ცვლილებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის არანაკლებ 200 მილიონი ლარით გაზრდის შესახებ.

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატით გამოსვლისას, ივანე მაჭავარიანმა საბიუჯეტო ცვლილების საფუძვლად დაასახელა შემოსავლების ზრდა და „იანვრის ბრუნვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი“.

ფინანსთა მინისტრის თქმით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება: „თუმცა, საქართველოს ეკონომიკას პოლიტიკური არასტაბილურობა საშუალოვადიან პესპექტივაში უქმნის საფრთხეს“

როგორც ივანე მაჭავარიანმა თქვა, თუ ინვესტორი ვანერვიულეთ და არსატაბილურობის განცდა მივეცით, ეს დაგვარტყამს შემდეგ წლებში.

პარლამენტში ფინანსთა მინისტრის გამოსვლას არ დასწრებიან ოპოზიციური ფრაქციები.

მერკელი: მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ ჰანაუში მომხდარი თავდასხმები რასიზმით იყო მოტივირებული

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თქმით, მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ გერმანიის ქალაქ ჰანაუში მომხდარი ორი შეიარაღებული თავდასხმა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, რასიზმის „საწამლავით“ იყო მოტივირებული.

20 თებერვალს ბერლინში გამოსვლისას მერკელმა თქვა, რომ მისი მთვარობა „ყოველ ღონეს იხმარს“, რათა წინ აღუდგეს იმათ, ვისაც გერმანიის გახლეჩა სურს.

მერკელის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე მაინის ფრანკფურტიდან 40 კილომეტრზე მდებარე ჰანაუში მომხდარი ორი ინციდენტისას 10 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. 19 თებერვალს საღამოს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს ქალაქის ორ ჩილიმ-ბარში და მიიმალნენ.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის თქმით, მოკლულთა შორის არიან თურქეთის მოქალაქეები.

გერმანული მედია, სულ მცირე, ერთი ეჭვმიტანილის დაკავებას იუწყებოდა, თუმცა პოლიციამ ეს არ დაადასტურა.

ტრამპმა გერმანიაში აშშ-ის ელჩი დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რიჩარდ გრენელი, აშშ-ის ელჩი გერმანიაში და საგანგებო წარგზავნილი სერბიასა და კოსოვოში, დანიშნა ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად, რასაც კრიტიკა მოჰყვა.

„რიკმა ძალიან კარგად წარადგინა ჩვენი ქვეყანა და მასთან თანამშრომლობას მოუთმენლად ველი“, დაწერა ტრამპმა ტვიტერით თავის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი მხარდამჭერის შესახებ.

სახელმწიფო დაზვერვის (DNI) თანამდებობა შეიქმნა აშშ-ზე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ. ის ზედამხედველობას უწევს სამოქალაქო და სამხედრო დაზვერვის 17, მათ შორის ცენტრალურ სადაზვერვო (CIA) სააგენტოს.

კრიტიკულად განწყობილები აღნიშნავენ, რომ გრენელი, რომლის დანიშვნა ნიშნავს, რომ სენატის დამტკიცება არ დასჭირდება, გამოუცდელია სადაზვერვო საქმიანობაში. სენატორმა მარკ უორნერმა, სენატის დაზვერვის კომიტეტიდან, განაცხადა, რომ გრენელის დანიშვნა, ჩანს, „სენატისთვის კონსტიტუციის მიერ მინიჭებული უფლებამოსილებისთვის, ასე მნიშვნელოვანი პოსტის თაობაზე რჩევის დათანხმობის მიღებისთვის, გვერდის ავლის მცდელობაა“.

უორნერმა თქვა ასევე, რომ „პრეზიდენტმა დაზვერვის სფეროს მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა პირი დაზვერვაში ყოველგვარი გამოცილების გარეშე“. გრენელი, ტრამპის ღია მხარდამჭერი, შეცვალა ჯოზეფ მაგუაირმა, რომელიც თანამდებობაზე იმყოფებოდა აგვისტოს შემდეგ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა სამი "ხვრელი" დაასახელა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ფისკალური შემოტრიალება უწოდა იმას, რომ 2019 წლის მეორე ნახევარში საგადასახადო შემოსავლები წინასწარ დაგეგმილზე 550 მილიონი ლარით მეტი იყო.

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატით გამოსვლისას ივანე მაჭავარიანმა თქვა, რომ მსგავსი გადაჭარბება საქართველოს არასდროს ჰქონია, მით უმეტეს, რომ „ეს არ ყოფილა კონსერვატორული დაგეგმვის შედეგი“.

მაჭავარიანმა საგადასახადო შემოსავლების გაზრდა ახსნა სამი მიმართულებით სიტუაციის შემოტრიალებით: „სამი ძირითადი მიმართულებით დავინახეთ სისუსტე ჩვენს სისტემაში. არ მინდა დავარქვა ხვრელი, მაგრამ შეიძლება ესეც ვუწოდოთ“.

ივანე მაჭავარიანმა პირველ მიმართულებად დაასახელა თამბაქო, სადაც ადმინისტრირების პრობლემის გარდა, იყო საკანონმდებლო ხარვეზი, კერძოდ, უაქციზოდ რეალიზაციის შესაძლებლობა და ეს შარშან განხორციელებული ცვლილებებით გამოსწორდა.

მაჭავარიანმა მეორე ხვრელად დაასახელა საწვავი და მასთან დაკავშირებული თაღლითური სქემები და თქვა, რომ თამბაქოს და საწვავის მიმართულებებით ქვეყანა პრინციპულად შემოატრიალეს.

ფინანსთა მინისტრის განცხადებითვე მესამე, შედარებით პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ხვრელი იყო ტელეკომპანიები, რომლებსაც გადასახადების გადახდა მოთხოვეს: „პრაქტიკულად, შვიდ მილიონს იხდიდნენ შარშან, ვინც პატიოსნად იხდიდა. პირველი ოქტომბრიდან, ჩვენ რომ მოვთხოვეთ მიმდინარეს გადახდა, უცბად ხუთი მილიონის მობილიზება გავაკეთეთ იმ ტელევიზიებიდან, რომლებიც კაპიკს არ იხდიდნენ“.

„სამი, ესე ვთქვათ, ხვრელი - საწვავი, თამბაქო და ტელევიზიები 2019 წლის მეორე ნახევრიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია. პრაქტიკულად განულებული“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

პარლამენტში ფინანსთა მინისტრის გამოსვლას ოპოზიციური ფრაქციები არ დასწრებიან.

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ 28 წლის გიგა აბრალავას, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ყოფილი ცოლის მკვლელობის გარდა, გამოძიება გიგა აბრალავას შემაკავებელი ორდერის შეუსრულებლობასაც ედავება.

ბრალდებულის ადვოკატი, პავლე კაკაბაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დანაშაულს აღიარებს:

„ის გულწრფელად ინანიებს დანაშაულს. რაც შეეხება, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას, რა თქმა უნდა, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ, დაცვის მხარეს, განსხვავებული მოსაზრება არ გაგვაჩნია“.

28 წლის გიგა აბრალავამ ყოფილ ცოლს, 26 წლის სალომე ბოხუას, 18 თებერვალს, სამტრედიაში, სამოქალაქო რეესტრის შენობაში, ცივი იარაღის მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა კალაძე: მეტი ვანო ოპოზიციას

„მისი [ვანო მერაბიშვილის] განცხადებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ დროსა და სივრცეში არის დაკარგული და ვაცადოთ ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვისმინოთ“,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი პრემიერისა და შს- მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებებს საპატიმროს დატოვების შემდეგ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც ვანო მერაბიშვილისა და ოპოზიციის სამომავლო თანამშრომლობას შეეხებოდა კახა კალაძემ უპასუხა - „მეტი ვანო ოპოზიციას“.

ვანო მერაბიშვილის თქმით, ის აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა არ აკონკრეტებს რომელ პოლიტიკურ ძალასთან ერთად.

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო 20 თებერვალს დატოვა.

ის 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

მოგვიანებით ვანო მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს დეპუტატ ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების გამო.

2014 წელს სასამართლომ ყველა ამ საქმეებზე დამნაშვედ სცნო.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გიორგი გახარია მერაბიშვილის განცხადებაზე: დამხობის მცდელობები არასდროს გამოუვიდათ

თავისუფლების პირველ წუთებზე ადამიანმა თქვა, რომ დავამხობო, სიტყვა-სიტყვით, დავასრულებ ან შევცვლი კი არ უთქვამს, თქვა, დავამხობო,- უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადების კომენტირებისას.

გიორგი გახარიას თქმით, ვანო მერაბიშვილის კომენტირება საერთოდ არ სურდა, თუმცა მისი შეფასებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გუშინდელი დღეა.

„ადამიანმა თავისუფლების პირველ წუთებზე თქვა, რომ დავამხობო, სიტყვა - სიტყვით. დავასრულებ კი არ უთქვამს, შევცვლი კი არ უთქვამს, თქვა, რომ დავამხობო. მოდით, ასე შევთანხმდეთ, ჩვენ ვიყურებით წინ, მომავლისკენ. დამხობის ეს მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ. ჩვენი მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრიალებების, დამხობების და იმ უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე, აი, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, რომელიც ამ ციხეში ზის და მე ვამბობ, რომ ვინც მე ვიცი, ვინც ამ ციხეში ზის, ყველა არი პოლიტპატიმარი", - საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ეს განცხადება სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულების დატოვების შემდეგ, 20 თებერვალს გააკეთა.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

მოგვიანებით ვანო მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს დეპუტატ ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების გამო.

2014 წელს სასამართლომ ყველა ამ საქმეებზე დამნაშვედ სცნო.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

უკრაინა „ზეციური ასეულის დღეს“ - ევრომაიდანზე სისხლისღვრის წლისთავს აღნიშნავს

უკრაინელები აღნიშნავენ „ზეციური ასეულის დღეს“- ევრომაიდანზე საპროტესტო გამოსვლის ჩახშობის და სისხლისღვრის მეექვსე წლისთავს. მაშინდელ გამოსვლებს მოჰყვა პრორუსული ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობა.

კიევში იანოკოვიჩის უშიშროების ძალებთან შეტაკების დროს დაღუპულთა ხსოვნის ცერემონიაზე 20 თებერვალს, დამოუკიდებლობის მოედანზე, „ზეციური ასეულის“ მემორიალთან, სხვებთან ერთად მივიდნენ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ცოლი, ოლენა.

ევრომაიდნის გამოსვლების დროს დაღუპულთა პატივსაცემად რელიგიური ცერემონიები იმართება მეთელ უკრაინაში.


20 თებერვალს დაგეგმილია ევრომაიდნის საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რომელის მთავარი ლოზუნგია : „ უკრაინა კვლავ ევრომაიდნის იდეებისთვის ბრძოლის წინა ხაზზეა“.

კიევში გამოსვლები დაიწყო 2013 წლის ნოემბერში, როცა დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ იანუკოვიჩის გადაწყვეტილების გამო, არ მოეწერა ხელი ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებაზე და რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისთვის ეზრუნა.

უკრაინის პროკურატურის თანახმად, 2014 წლის 18-20 თებერვლის გამოსვლების ჩახშობისას 104 ადამიანი მოკლეს და 2500 დაჭრეს. 21 თებერვალს იანუკოჩმა კიევი დატოვა, რუსეთში გადასახლდა დააცხადებს, რომ პოლიციისთვის სროლის ბრძანება არ მიუცია.

გიორგი კვირიკაშვილი: არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას

გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ არ აპირებს აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზადაა ბევრ საკითხზე გამოხატოს საჯარო პოლიცია, თუმცა პოლიტიკურ საქმიანობას არ აპირებს იმ „უბრალო მიზეზის გამო“, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო:

„მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების დროს ვხელმძღვანელობდი ქვეყნის ინტერესებით.

დღეს პოლიტიკაში ჩართვით არ მინდა, ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც მქონდა ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ როგორც საქართველოსთვის ყველაზე ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს მომავალი ათასწლეულებისთვის საქართველოს ეკონომიკური და სტრატეგიული პოზიციონირების კუთხით. აქედან გამომდინარე არ მინდა, რომ ოდნავი კითხვის ნიშნები გაჩნდეს“, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი მიესალმება ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას და მიიჩნევს, რომ იგი თავისი თვისებებით აქტივია არა მარტო პოლიტიკისთვის, არამედ ქვეყნისთვის მთლიანად.

გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან 2018 წლის ივნისში გადადგა. საგანგებო ბრიფინგზე ამის მიზეზად მან მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მან 2015 წლის 30 დეკემბერს დაიკავა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG