Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუშინ დილით, თბილისში, 82 წლის


გუშინ დილით, თბილისში, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე

გუშინ დილით, თბილისში, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე
პანტელეიმონ გიორგაძე. 90-იანი წლების დამდეგს გიორგაძე, საბჭოთა არმიის გადამდგარი გენერალი, საქართველოს სასაზღვრო ძალებს მეთაურობდა. მოგვიანებით იგი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს დაუპირისპირდა და სათავეში ჩაუდგა საქართველოს ერთიან კომუნისტურ პარტიას. გიორგაძის ვაჟი, საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე, 1995 წლიდან იძებნება ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით. ამდენად, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, იგორ გიორგაძე მამის დაკრძალვას ვერ დაესწრება.
XS
SM
MD
LG