Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მიმდინარეობს კომპანია “იუკოსის” ყოფილი


მოსკოვში მიმდინარეობს კომპანია “იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელის მიხაილ ხოდორკოვსკის

მოსკოვში მიმდინარეობს კომპანია “იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელის მიხაილ ხოდორკოვსკის
ახალი საქმის წინასწარი სასამართლო მოსმენა. ხოდორკოვსკი სასამართლოს წინაშე წარდგა თავის ყოფილ ბიზნესპარტნიორთან, პლატონ ლებედევთან ერთად. წინასწარი მოსმენა, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ხვალ განახლდება. ხოდორკოვსკისა და ლებედევს ბრალად ედებათ თითქმის ერთ ტრილიონამდე რუბლის მიტაცება და 450 მილიარდამდე რუბლის "გათეთრება". ხოდორკოვსკი ერთ დროს რუსეთში უმდიდრესი ადამიანი იყო. იგი რვაწლიან სასჯელს იხდის თაღლითობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით. პატიმრობის ვადის ნახევარი ხოდორკოვსკიმ უკვე მოიხადა.
XS
SM
MD
LG