Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაცია ”იბერირონის“ თავმჯდომარე მაია


არასამთავრობო ორგანიზაცია ”იბერირონის“ თავმჯდომარე მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი მოითხოვს, უზრუნველყოფილ იქნეს

არასამთავრობო ორგანიზაცია ”იბერირონის“ თავმჯდომარე მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი მოითხოვს, უზრუნველყოფილ იქნეს
ახალგორში დაკავებული პედაგოგების თამარ ჩარაევასა და გივი ჩიგოევის უსაფრთხოება. როგორც სახალხო დამცველის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩიგოევა-ცაბოშვილმა განაცხადა, რუსეთმა და სეპარატისტულმა ხელისუფლებამ - კერძოდ, კოკოითიმ - უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარანტიები უნდა გასცენ. მან დაკავებულებს პოლიტპატიმრები უწოდა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის წარმოება რუსეთში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით მიმდინარეობს - კერძოდ კი, სამშობლოს ღალატის და ხელისუფლების დამხობის მუხლების შესაბამისად. ახალგორში დაკავებული პედაგოგების წინააღმდეგ გამოძიება 2006 წლის დეკემბერში დაიწყო. ორივე მათგანი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს და ამ ბრალდებას საფუძვლად დაუდეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ალტერნატიულ არჩევნებში მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG