Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პოლიციამ მოკლა შეიარაღებული თავდამსხმელი


გერმანიის პოლიციამ მოკლა შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც ქალაქ ვინენდენის სკოლაში სიცოცხლეს გამოასალმა 15 ადამიანი.

გერმანიის პოლიციამ მოკლა შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც ქალაქ ვინენდენის სკოლაში სიცოცხლეს გამოასალმა 15 ადამიანი.
გერმანიის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციის თანახმად დაღუპულია 9 მოსწავლე, სამი მასწავლებელი და სამი შემთხვევითი ადამიანი. როგორც იტყობინებიან, დანაშაული ჩაიდინა ამ სკოლის ყოფილმა მოსწავლემ - 17 წლის ახალგაზრდამ. ის დილით სკოლის შენობაში მძიმედ შეიარაღებული და შავ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი შევიდა და ცეცხლი დაუშინა იქ მყოფ ადამიანებს. თავდასხმის შემდეგ ის გაიქცა და მისი დევნის ოპერაცია რამდენიმე საათი გაგრძელდა, რომელსაც თან ახლდა სროლები პოლიციისა და დამნაშავეს შორის.
XS
SM
MD
LG