Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დაგმო


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დაგმო ირანის მიმართ საერთაშორისო სანქციები და "ბავშვური იდეა"

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დაგმო ირანის მიმართ საერთაშორისო სანქციები და "ბავშვური იდეა"
და "დიდი შეცდომა" უწოდა მათ. გუშინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირანის მიმართ შეერთებული შტატების სანქციები სულ ცოტა ერთი წლით გაახანგრძლივა. ეს ნაბიჯი მან იმით გაამართლა, რომ ირანის მთავრობის პოლიტიკა კვლავაც საფრთხეს უქმნის შეერთებულ შატებს. სანქციები, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა 1995 წლის მარტში დააწესა, ამერიკის კომპანიებს უკრძალავს ირანის ნავთობის მრეწველობის განვითარებისთვის ხელშეწყობას ან ირანთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების ქონას. სანქციები თეირანს დაუწესდა იმ ბრალდებების გამო, რომ მას კავშირი აქვს ტერორიზმთან და მასობრივი განადგურების იარაღის შექმნას ცდილობს.
XS
SM
MD
LG