Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამად ხათამი


ირანის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამად ხათამი სავარაუდოდ აღარ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.

ირანის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამად ხათამი სავარაუდოდ აღარ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.
ხათამის ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ იტყობინებიან, რომ ის უახლოეს მომავალში მოხსნის თავის კანდიდატურას. მოჰამად ხათამი ირანის პრეზიდენტი იყო 1997-2005 წლებში და რეფორმატორ მმართველად ითვლებოდა. მისი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის ინფორმაციის თანახმად, საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთვება სხვა რეფორმატორი ლიდერი, კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰუსეინ მუსავი.
XS
SM
MD
LG