Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობა ოფიციალურად დატოვა აფხაზეთის ლეგიტიმური


თანამდებობა ოფიციალურად დატოვა აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თემურ მჟავიამ.

თანამდებობა ოფიციალურად დატოვა აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თემურ მჟავიამ.
მან უმთავრეს მიზეზად ის დაასახელა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო პრაქტიკულად იგნორირებულია. მჟავიას განცხადებით, მიუხედავად არაერთი თხოვნისა, რომ აფხაზეთის საკითხზე მუშაობის პროცესში საბჭოს წარმომადგენლებიც ჩართულიყვნენ, საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი კონტაქტი არ სურს. დღესვე თემურ მჟავიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ პარტიას უერთდება. აფხაზეთის ავტონომიის უმაღლესმა საბჭომ ახალი თავმჯდომარე ათ დღეში უნდა აირჩიოს.
XS
SM
MD
LG