Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დემოკრატიული


იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დემოკრატიული მოძრაობა

იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დემოკრატიული მოძრაობა
- ერთიანი საქართველოს წევრების დაკავება მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, მისი მხარდამჭერები აბსურდული ბრალდებით და კანონის დარღვევით დააპატიმრეს, რადგან პროცესს არც მოწმეები დაასწრეს და არც ადვოკატები. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მომხდარის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დღესვე ნინო ბურჯანაძის მეუღლემ, სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბადრი ბიწაძემ პირადად შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის დაპატიმრებასაც მოითხოვს.
XS
SM
MD
LG