Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა წარმოადგინა გეგმა, რომელიც


აშშ-ის პრეზიდენტმა წარმოადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ენერგიისა და კლიმატის საკითხებზე

აშშ-ის პრეზიდენტმა წარმოადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ენერგიისა და კლიმატის საკითხებზე
მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების ფორუმის მოწვევას. მან ხელი უნდა შეუწყოს გაეროს მიზნის მიღწევას - სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების ემისიის შეკვეცას. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ისა და კიდევ 16 სახელმწიფოს ლიდერები მიწვეული არიან 27-28 აპრილისთვის ვაშინგტონში დაგეგმილ ფორუმზე საერთაშორისო შეთანხმების მისაღწევად პოლიტიკური ნების გამოსახატად. ვაშინგტონის ამ განცხადების ფონს ქმნის შეკრება, რომელიც დღეს დაიწყო გერმანიაში: 190 ქვეყნის წარმომადგენლები აგრძელებენ მუშაობას კლიმატური ცვლილებების გამომწვევი ნახშირორჟანგისა და სხვა გაზების ემისიის რეგულირების საკითხებზე.
XS
SM
MD
LG