Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო აფეთქებაში ცხინვალს და მოსკოვს ადანაშაულებს


ნაღმების აფეთქების შედეგად დვართან, 1 პოლიციელი დაიღუპა და 7 დაიჭრა. დაჭრილთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ინფორმაცია ქარელის რაიონში მომხდარი აფეთქების შესახებ, საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა დღეს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან მიიღეს. აფეთქების ფაქტი უკვე დაგმეს ეუთომ და ევროკავშირმა, რომლებმაც მომხდარი სამშვიდობო შეთანხმების სრულიად დაუშვებელ დარღვევად შეაფასეს და დაუყოვნებლივი გამოძიება მოითხოვეს. აფეთქებასთან კავშირი უარყო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ, რომელმაც თბილისი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.


გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი: ამ ეტაპზე მოსკოვმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარება მიზნად არ უნდა დაისახოს
მოსკოვში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ მთავარი რუსეთის მიერ ამ რესპუბლიკების აღიარებაა, რადგან ეს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგალური საშუალებაა. ჩურკინის შეფასებით, კონფლიქტების მოგვარების მხრივ გაეროს როლი გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირის პოზიცია მას შემდეგ შეირყა, რაც ამ გაერთიანებამ ბელორუსიისგან მოითხოვა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიაროს.


ბელორუსია: ჯერ-ჯერობით საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება დღის წესრიგში არ დგას
ბელორუსიის სახალხო კრების წარმომადგენელთა პალატის 2 აპრილის სესიის დღის წესრიგში ჯერ-ჯერობით არ არის შეტანილი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი. “ინტერფაქსის” დასავლეთის განყოფილების კორესპონდენტის ცნობით, სესიაზე უნდა განიხილონ 34 საკითხი, მაგრამ დღის წესრიგი არაა საბოლოო და სესიის მსვლეობისას, კანონპროექტების მომზადების მდგომარეობის მიხედვით, მასში დამატებით საკითხებსაც შეიტანენ.

პატარკაციშვილის საქმის გამოძიება
ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა დღეს თბილისში, დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიუტანეს მასალები, რომელიც პარტიის შეფასებით, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის ფაქტს ადასტურებს. ლეიბორისტები გამოძიებას სკოტლანდ იარდისგან ითხოვენ და აცხადებენ, რომ მკვლელობის დამკვეთი საქართველოს პრეზიდენტია. საელჩოს წარმომადგენლები ლეიბორისტებს არ შეხვედრიან, რის გამოც შალვა ნათელაშვილის პარტიამ ბრიტანელი დიპლომატები ხელისუფლების ინტერესთა ლობირებაში დაადანაშაულა.

ხელყუმბარების დაკარგვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ აჭარაში დისლოცირებული მე-5 ქვეითი ბრიგადიდან ხელყუმბარები დაიკარგა. ამ ფაქტის გამო, წინასწარ გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს
XS
SM
MD
LG