Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში "ოცეულის" სამიტი დაიწყო


ლონდონში დაიწყო მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი 20 ქვეყნის სამიტი, რომელზეც გლობალური ეკონომიკური კრიზისის მოგვარების გზებზე მსჯელობენ. სამიტის მასპინძელი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი და შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოპტიმისტურად აფასებენ შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას. მაგრამ საფრანგეთი და გერმანია ეწინააღმდეგებიან ვაშინგტონის მოწოდებას, ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფოს ხარჯების გაზრდისაკენ. პარიზი და ბერლინი საფინანსო რეგულაციის გამკაცრებას ემხრობიან. ოცეულის სამიტს გლობალიზაციის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციები ახლავს.
XS
SM
MD
LG