Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: ოცეულის სამიტი "შემობრუნების წერტილია" კრიზისის დაძლევის გზაზე


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა იმედოვნებს, რომ მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი 20 ქვეყნის სამიტი არის "შემობრუნების წერტილი" ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გზაზე. როგორც ობამამ ხუთშაბათს, ოცეულის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ოცეულის ლიდერებმა მიაღწიეს თანხმობას ზომების უპრეცედენტო პაკეტზე ეკონომიკური დაღმასვლის შესაჩერებლად და მისი განმეორების თავიდან ასაცილებლად. ოცეულის სამიტზე მიღებული გადაწყვიტილებით, კრიზისის დასაძლევად უნდა გამოიყოს 1,1 ტრილიონი დოლარი, აქედან 100 მილიარდი დოლარი უნდა მოხმარდეს უღარიბესი ქვეყნებისთვის განკუთვნილ კრედიტებს. გადაწყდა ასევე საფინანსო რეგულაციების გამკაცრება და სანქციები საგადასახადო ოაზისების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG