Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა საგანგებო განცხადება გაავრცელა


მთაწმინდის პარკის გახსნის ცერემონიის გამო, რომელიც ხვალ გაიმართება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, საგანგებო განცხადება გაავრცელა ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ. ის აღნიშნავს, რომ ბადრი პატარკაციშვილის მიერ აღდგენილ მთაწმინდის პარკს 2007 წლის შემოდგომაზე უკვე 80 000 ადამიანი სტუმრობდა. გარდაცვლილი ბიზნესმენის ქვრივი "ძარცვას" უწოდებს სხვისი ქონების მითვისებას და ამასთან, პასუხისმგებლობას იხსნის ატრაქციონების ტექნიკური მდგოამრეობის გამო. ინა გუდავაძის განმარტებით, წელიწადნახევრის განმავლობაში მთაწმინდის პარკის ატრაქციონები შემოწმების და ზედამხედველობის გარეშე იყო. ბადრი პატარკაციშვილისთვის სხვა ქონებასთან ერთად ჩამორთმეული მთაწმინდის პარკის ამჟამინდელი მფლობელია არაბული კომპანია „რაკინი.“
XS
SM
MD
LG