Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიას ოფიციალურად აცნობეს 9 აპრილის აქციის შესახებ


9 აპრილის საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა დღეს ოფიციალური განაცხადით მიმართეს თბილისის მერიას: მას აცნობეს, რომ აქცია დაგეგმილია რამდენიმე ადგილას, მათ შორის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. აქციის ორგანიზატორებს კანონი ავალდებულებს, მერია 5 დღით ადრე გააფრთხილონ. დღესვე ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებიც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მშვიდობიანი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან, დასავლეთ საქართველოში განაგრძეს რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრა. ქუთაისელებისთვის 9 აპრილის გამოსვლის გეგმის გაცნობის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები გაემგზავრნენ ბათუმში, იქ „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ალასანიაც იმყოფება.
XS
SM
MD
LG