ნატოს საიუბილეო სამიტის დასასრულს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა სტრასბურგში განაცხადა, რომ ნატოს ლიდერებმა ავღანეთში ალიანსის მისიის მხარდაჭერის პირობა დადეს. მანამდე სამიტის ორივე მასპინძელი ქვეყნის ლიდერებმა - საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა - შეაქეს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ახალი სტრატეგია ავღანეთში. დღევანდელ სამიტზე მიესალმნენ ალიანსის ორ ახალ წევრს, ხორვატიასა და ალბანეთს. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც პირველად მონაწილეობდა ნატოს სამიტში, განაცხადა, რომ ალიანსის კარი ღია რჩება ახალი წევრებისთვის.