Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა მხარს უჭერს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებას


შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, მას არ სურს, მუსულმანურ სამყაროსთან ამერიკის ურთიერთობა ალ-ყაიდის წინააღმდეგ ბრძოლით იყოს განსაზღვრული. დღეს თურქეთის პარლამენტში გამოსვლისას მან თქვა, რომ შეერთებული შტატები არ აწარმოებს ომს ისლამთან. მან ასევე ძლიერი მხარდაჭერა გამოუხატა თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირში და თქვა, რომ ამით ევროკავშირი გაძლიერდებოდა. დღესვე ობამამ მაღალი შეფასება მისცა თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულის მონაწილეობას სომხეთთან მოლაპარაკებებში, რათა გადაიჭრას ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის მანძილზე მოუგვარებელი პრობლემები.
XS
SM
MD
LG