Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციას ჟურნალისტების ცემაში ადანაშაულებენ


საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გაზეთ ”ვერსიის” ჟურნალისტ ნინო კომახიძეს და ფოტორეპორტიორ ანი ხავთასს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ განცხადება გაზეთის რედაქციამ გაავრცელა.

”ვერსიის” ცნობით, ჟურნალისტებს პოლიცია 6 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გამართული აქციის გაშუქების დროს გაუსწორდა.

”თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, გიორგი გეგეჭკორმა, შესანიშნავად იცოდა, რომ ნინო კომახიძე ჟურნალისტი იყო და არა კანონდამრღვევი ან მომიტინგე. ნაცვლად იმისა, რომ რომ დაეცვა, თავად, უშუალოდ ხელმძღვანელობდა მის ფიზიკურ ანგარიშსწორებას” - ნათქვამია ”ვერსიის” განცხადებაში. გაზეთმა ოფიციალური ინფორმაცია უკვე მიაწოდა სახალხო დამცველის ოფისს, აქციის დეტალურ რეპორტაჟს და ფოტომასალას კი 8 აპრილს გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG