Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში დემონსტრაციები ძალადობაში გადაიზარდა


მოლდავეთში უშიშროების ძალებმა წუხელ აღადგინეს კონტროლი პრეზიდენტის სასახლესა და პარლამენტზე მას შემდეგ, რაც გუშინ ორივე შენობაში შეიჭრნენ დემონსტრანტები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ საპარლამენტო არჩევნებში კომუნისტების გამარჯვების გამო. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტზე კონტროლის დამყარებისას, რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს. ძალადობის შედეგად დაღუპულია ერთი ქალი, დაშავებულია 100-მდე ადამიანი. ოპოზიციური ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვლად ფილატის განცხადებით, საარჩევნო კომისიამ უარყო თხოვნა საპარლამენტო არჩევნების შედეგების ხელახლა დათვლის შესახებ. ფილატი “ძალიან სერიოზულ რეპრესიებს” მოელის ოპოზიციის საპროტესტო აქციების შემდეგ. ოპოზიცია ირწმუნება, რომ კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ხოლო კომუნისტი პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი, რომელიც უნდა გადადგეს პრეზიდენტობის მაქსიმალური, ორი ვადის ამოწურვის შემდეგ, ოპოზიციას “სახელმწიფო გადატრიალების” მცდელობაში ადანაშაულებს. ევროკავშირი, აშშ და გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი მხარეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ძალადობისაგან.
საპროტესტო აქციები მოლდავეთში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:46 0:00
XS
SM
MD
LG