Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ დაასრულა თურქეთში ვიზიტი


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაასრულა ორდღიანი ვიზიტი თურქეთში. ვიზიტის მსვლელობისას ის მუსულმანურ სამყაროსთან ურთიერთობების აღდგენას შეეცადა. ორშაბათს ანკარაში გამოსვლისას მან თქვა, რომ შეერთებული შტატები არ აწარმოებდა და არასოდეს აწარმოებს ომს ისლამთან. დღეს სტამბოლში, სტუდენტებთან შეხვდერაზე ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, "ყველაფერი ის, რაც ადამიანებს საერთო აქვთ მთელ მსოფლიოში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც მათ განასხვავებსო." მანამდე ის შეხვდა სხვადასხვა სარწმუნოების რელიგიურ ლიდერებს. თურქეთი უკანაკნელი ქვეყანა უნდა ყოფილიყო, რომელიც ობამას უნდა მოენახულებინა თავისი პირველი დიდი ტურნეს მანძილზე. მაგრამ ამერიკის პრეზიდენტი მოულოდნელად გაემგზავრა ბაღდადში.
XS
SM
MD
LG