Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პრეზიდენტი რუმინეთს ადანაშაულებს გუშინდელ არეულობაში


მოლდავეთის კომუნისტი პრეზიდენტის განცხადებით, მეზობელი რუმინეთის ხელი ურევია კიშინიოვში გუშინდელი დემონსტრაციის ძალადობაში გადაზრდაში. კიშინიოვში დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ კვირის საპარლამენტო არჩევნებში კომუნისტების გამარჯვების გამო. რუმინეთი უარყოფს მოლდავეთის პრეზიდენტ ვლადიმირ ვორონინის ბრალდებას. გავრცელებული ინფორმაციით, მოლდავეთიდან აძევებენ რუმინეთის ელჩს ამ ქვეყანაში. წუხელ სამართალდამცავებმა კონტროლი აღადგინეს პრეზიდენტის სასახლესა და პარლამენტზე მას შემდეგ, რაც გუშინ ორივე შენობაში შეიჭრნენ დემონსტრანტები. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტზე კონტროლის დამყარებისას, რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს. ზოგი ცნობით, ძალადობის შედეგად დაღუპულია ერთი ქალი, დაშავებულია 100-მდე ადამიანი. ოპოზიციური ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვლად ფილატის განცხადებით, საარჩევნო კომისიამ უარყო თხოვნა საპარლამენტო არჩევნების შედეგების ხელახლა დათვლის შესახებ. ფილატი “ძალიან სერიოზულ რეპრესიებს” მოელის ოპოზიციის საპროტესტო აქციების შემდეგ. ოპოზიცია ირწმუნება, რომ კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
XS
SM
MD
LG