Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში ოპოზიციას აძლევენ საშუალებას, შეამოწმოს საარჩევნო სიები


მოლდავეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია თანახმაა ოპოზიციური პარტიების მიერ საარჩევნო სიების შემოწმებაზე. ოპოზიცია პროტესტს გამოთქვამს კვირის საპარლამენტო არჩევნებში კომუნისტური პარტიის გამარჯვების გამო და ირწმუნება, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა. პროტესტის ნიშნად გაიმართა დემონსტრაციები, რომლებიც სამშაბათს არეულობაშიც გადაიზარდა. დემონსტრაციები დღეს შეწყდა - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც მოლდავეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა მეზობელი რუმინეთი დაადანაშაულა მოლდავეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ხელშეწყობაში. სამ წამყვან ოპოზიციურ პარტიას საპარლამენტო არჩევნებში სულ 30-მდე პროცენტი ერგო. საარჩევნო კომისია მათ დათანხმდა საარჩევნო სიების შემოწმებაზე, მაგრამ უარყო ოპოზიციის მოთხოვნა საარჩევნო ხმების ხელახლა დათვლის შესახებ. დღეს ევროკავშირმა მოუწოდა მოლდავეთის ხელისუფლებას, განაახლოს ნორმალური ურთიერთობა რუმინეთთან.
XS
SM
MD
LG