Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის დროშით მცურავი გემის კაპიტანი მეკობრეთა ტყვეობაში რჩება


შეერთებული შტატების დამატებითი სამხედრო გემები სომალის წყლებისკენ მიემართება. სომალიში ამერიკის დროშით მცურავი გემის კაპიტანი კვლავ მეკობრეებს ჰყავთ დაკავებული. ამერიკული ხომალდი და მისი ეკიპაჟი მეკობრეებმა ოთხშაბათს დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით გემის ეკიპაჟმა მოახერხა გემზე კონტროლის მოპოვება და ის კენიის წყლებისკენ მიმართეს. თავის მხრივ ოთხმა მეკობრემ გემიდან გაქცევა შეძლო. ისინი სამაშველო ნავში გადასხდნენ და მძევლად კაპიტანი წაიყვანეს. შეერთებული შტატების სამხედრო გემი უკვე იმყოფება შემთხვევის არეალში. საქმეში ჩართული არიან გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები იმისათვის, რომ გემის კაპიტნის უსაფრთხო გათავისუფლება უზრუნველყონ.
XS
SM
MD
LG