Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი” 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს


”დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი” დღეიდან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. ეს გადაწყვეტილება ექსპერტებმა თბილისში მიმდინარე აქციისა და შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო მიიღეს. მათ უკვე იქირავეს ოთახი სასტუმრო ”თბილისი მერიოტში”, სადაც 24 საათის განმავლობაში მორიგეობით იმუშავებენ, ექნებათ კონტაქტი ოპოზიციის ლიდერებთან, მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან - ხელისუფლებიდანაც, თუკი ამის სურვილს ხელისუფლებაც გამოავლენს. საჭიროების შემთხვევაში გაიმართება პრესკონფერენციები. კლუბის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ”მედიანიუსს” განუცხადა, რომ კლუბის წევრები მაქსიმალურად შეეცდებიან პოლიტიკურ მხარეებს შორის შუამავლის ფუნქცია შეასრულონ.
XS
SM
MD
LG