Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გამოეხმაურა ირანის ბოლო განცხადებას მის ბირთვულ პროგრამაზე


აშშ სკეპტიკურად აფასებს ირანის ბოლო განცხადებას მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გუშინ გამოაცხადა ამ სფეროში მიღწეული წინსვლის შესახებ - მაგალითად აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახლა 7 000 ცენტრიფუგა მუშაობას. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის თქმით, ვაშინგტონს აქამდეც სმენია ასეთი განცხადებები. აჰმადინეჟადმა გუშინ გამოთქვა ასევე მზადყოფნა დასავლეთთან მოლაპარაკებისთვის, თუ ის “სამართლიანობაზე და ურთიერთპატივისცემაზე” იქნება დაფუძნებული.
XS
SM
MD
LG