Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ რუსთაველზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები გაავრცელა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავცრელა 11 აპრილს, პარლამენტის შენობასთან მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები, რომელზეც აღბეჭდილია რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის მიერ გადაღებული მასალა. ამ მასალის გამოქვეყნებას მოითხოვდნენ სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და ოპოზიციის ლიდერები. საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ ინციდენტი გამოძიებულ იქნება. სამინისტროს განცხადების თანახმად, ინციდენტი მომიტინგეებსა და თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს შორის მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 11 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა თხოვნით, დემონსტრაციის ადგილის დასასუფთავებლად მივიდნენ. “როდესაც დამლაგებელთა ჯგუფი ადგილზე მივიდა”, - ნათქვამია განცხადებაში - “მათ მოქალაქეებმა, რომლებიც დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზიანებულ იქნა კომპიუტერები და ხმის აპარატურა. არავის მიუღია სერიოზული დაზიანება.” განცხადების თანახმად, აღნიშნულ ინციდენტში არ მონაწილეობდნენ არც პოლიციის, და არც რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლები. მანამდე ოპოზიციის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ კვირას, ბზობასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია არ გაიმართებოდა და დემონსტრაცია ორშაბათს განახლდებოდა.
XS
SM
MD
LG