შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალები იტყობინება, რომ ამერიკის გემის კაპიტანი რიჩარდ ფილიპსი, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში ჰყვავდათ მძევლად სომალელ მეკობრეებს, გათავისუფლებულია. ცნობის თანახმად, ფილიპსი შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებმა საბრძოლო ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. ხელისუფლების თქმით, ოთხი მეკობრიდან სამი მოკლულია, მეოთხე კი დააკავეს.