Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ბზობა აღნიშნეს


თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად საზეიმო წირვა ჩაატარა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ. წირვის შემდეგ ილია მეორემ ქადაგება წაიკითხა: "ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველას გვიყვარს ჩვენი სამშობლო", - აღნიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა. - "არა მარტო მე მიყვარს, არამედ შენც გიყვარს, და ყველას უყვარს. და ეს სიყვარული გვაცხონებს ჩვენ." წირვას სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
XS
SM
MD
LG