Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ბირთვულ პროგრამასთან ახალი ინიციატივით გამოდის


ირანი ამზადებს კომპრომისული წინადადებების პაკეტს, რომელიც დასავლეთის წამყვან სახელმწიფოებთან ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებულ დავას უკავშირდება. ამის შესახებ დრეს ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა. მისი თქმით წინადადებების პაკეტს უახლოეს მომავალში გადასცემენ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ სახელმწიფოებს და გერმანიას. აჰმადინეჟადმა დააზუსტა, რომ ლაპარაკია ირანის ძველი ინიციატივის ახალ ვერსიაზე - შეიქმნას საერთაშორისო კონსორციუმი ურანის გასამდიდრებლად. დასავლეთის სახელმწიფოების შიშობენ, რომ ირანი გამდიდრებულ ურანს ბირთვული ბომბის შესაქმენლად გამოიყენებს.
XS
SM
MD
LG