Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდი 18-19 მაისს გაიმართება


საქართველოს შესახებ ჟენევის მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდი 18-19 მაისს გაიმართება - დაადგინეს ჟენევის მოლაპარაკებათა სამმა თანათავმჯდომარემ - გაერომ, ევროკავშირმა და ეუთომ. შეხვედრის ადგილი, გამონაკლისის სახით, იქნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შენობა ჟენევაში. 19 მაისს, მოლაპარაკებათა ჩარჩოებში ხუთივე შეხვედრის დასრულების შემდეგ, თანათავმჯდომარეები, გაეროს წარმომადგენელი, იოან ვერბეკე, ევროკავშირის წარმომადგენელი, პიერ მორელი და ეუთოს წარმომადგენელი ხარლამპოს ხრისტოპულოსი გამართავენ პრესკონფერენციას გაეროს შენობაში.
XS
SM
MD
LG