Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი ისრაელის ახალ პრემიერს შეხვდა


აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი ახლო აღმოსავოეთში, ჯორჯ მიჩელი დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეტანიაჰუს შეხვდა. ეს პირველი ასეთი შეხვედრაა მას მერე, რაც ხელისუფლებაში მოვიდა მკაცრი ხაზის მქონე ახალი მთავრობა. ნეტანიაჰუს ოფისის ცნობით, პრემიერმა აშშ-ის წარმომადგენელს განუცხადა, რომ ისრაელი პალესტინელებისგან მოელის ისრაელის, როგორც ებრაული სახელმწიფოს აღიარებას. ისრაელის სხვა ლიდერებთან საუბრისას, მიჩელმა გაიმეორა, რომ აშშ-ს სურს, შეიქმნას პალესტინელთა სახელმწიფო. ნეტანიაჰუს მთავრობა ჯერჯერობით საჯაროდ არ ემხრობა, სამშვიდობო შეთანხმებაში, ისრაელის გვერდით პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნის პუნქტის შეტანას.
XS
SM
MD
LG