Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ბელორუსიის პრეზიდენტს სამიტზე ეპატიჟება


ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა მომავალ თვეში პრაღაში დანიშნულ ევროკავშირის სამიტზე დაპატიჟეს. ეს ცნობილი გახდა მინსკში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარელ შვარცენბერგის ვიზიტისას. ჩეხეთი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. შვარცენბერგის თქმით, ლუკაშენკას ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, სამიტს პირადად დაესწრება თუ წარმომადგენელს გაგზავნის. ბოლო ხანს ევროკავშირისა და ბელორუსიის ურთიერთობაში დათბობა შეინიშნება. 7 მაისის სამიტზე ოფიციალურად გაიხსნება ევროკავშირის "აღმოსავლეთთან პარტნიორობის" პროგრამა, რომელშიც ბელორუსიასთან, მოლდავეთთან, უკრაინასთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, საქართველოც მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG