Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა და არასრულწლოვანთა მე-5 კოლონიის პატიმრები პროტესტს გამოთქვამენ


ქალთა და არასრულწლოვანთა მეხუთე კოლონიაში დღეს პატიმრებმა პროტესტის გამოხატეს. “რადიო თავისუფლებას” არასამთავრობო ორგანიზაციის, “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ უთხრა, რომ პატიმართა გულისწყრომა მოჰყვა საქართველოს პრეზიდენტის დღეს გამოცხადებულ შეწყალების აქტს. მისი თქმით, უამრავი პოლიციელი შეიყვანეს საპატიმროში. მანამდე სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა უწყების ხელმძღვანელმა დიმიტრი შაშკინმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სიტუაცია არის კონტროლირებადი და არ არის დამატებითი ძალების შეყვანა საჭირო. მოგვიარებით შაშკინმა განაცხადა, რომ პატიმარი ქალები მოითხოვენ უპირობო განთავისუფლებას, და რომ ეს მოთხოვნა არარეალურია. შაშკინის ცნობით, 700 პატიმრიდან 40, მძიმე დანაშაულის გამო იხდის სასჯელს.
XS
SM
MD
LG