საქართველოში შეიქმნა პროფესიული არმია, სადაც ადამიანები მიდიან იმის განცდით, რომ შესაძლოა, სამშობლოსთვის თავგანწირვა დასჭირდეთ - განაცხადა დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც თავდაცვის მინისტრთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. სააკაშვილის თქმით, დღეს არმიაში გაწვევის მსურველები გაცილებით ბევრნი არიან, ვიდრე ეს აგვისტოს ომამდე იყო.