Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი - მსოფლიო შეუწყნარებლობის წინააღმდეგ უნდა დაირაზმოს


გაეროს გენერალური მდივანი გამოთქვამს სინანულს რასიზმის საკითხებზე მიმდინარე კონფენრეციის მიმართ დასავლეთის რიგი ქვეყნების მხრიდან პროტესტის გამო. კონფერენცია დღეს გაიხსნა. ბან კი მუნი აცხადებს, რომ მსოფლიო უნდა დაირაზმოს ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული მზარდი შეუწყნარებლობის საფრთხის წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა შაბათს გამოუცხადა ბოიკოტი ერთკვირიან კონფერენციას იმ მოტივით, რომ ამ ღონისძიებაზე ისლამური ქვეყნები ყურადღებას ისრაელის დაგმობაზე გაამახვილებდნენ. კონფერენციის მიმართ ბოიკოტს უერთდებიან - ავსტრალია, კანადა, გერმანია, ისრაელი, იტალია, ნიდერლანდი და ახალი ზელანდია. დღესვე ჟენევაში მიმდინარე რასიზმის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოსვლაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG