Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით დარჩიაშვილი


პარასკევს რადიო თავისუფლების დილის პროგრამის სტუმარი იყო საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი, რომელიც მიმდინარე მოვლენებზე, აქციებზე და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ლაპარაკობდა.

დავით დარჩიაშვილმა თქვა, რომ მისი აზრით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციები არ არის ყველაზე მნიშნელოვანი მოვლენა, რაც საქართველოში ხდება და მის ასეთად წარმოჩენაში დიდ როლს მედიაც თამაშობს. მან აღნიშნა, რომ თავადაც ბოლომდე არ არის კმაყოფილი პირველი არხის მაუწყებლობით. რაც შეეხება "რუსთავი 2-სა" და "იმედს" კერძო ტელეკომპანიებზე ლაპარაკი არ სურს. თუმცა, აღნიშნა მან, თუ მედიას საქართველოში პრობლემები აქვთ, ამაში დიდი წვლილი თავად ჟურნალისტებს მიუძღვით.

რაც შეეხება აქციებს, დავით დარჩიაშვილმა განაცხადა რომ ისინი განპირობებულია ქვეყნის წინ მდგარი ყველაზე დიდი პრობლემით - უმუშევრობით. საპროტესტო მუხტს სიდუხჭირე აჩენს, მაგრამ აქციაზე გამომსვლელებს ამის აღიარება უჭირთ, რადგან ეკონომიკურ გაჭირვებაზე ლაპარაკი საქართველოში სირცხვილად, "არაჯიგრობად" ითვლება და ეკონომიკურ პრობლემევბზე ლაპარაკს სამართლინობაზე ლაპარაკი ანაცვლებსო - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.
XS
SM
MD
LG