Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“დიდი შვიდეულის” ეკონომიკებში დაღმასვლა შენელდა


“დიდი შვიდეულის” წევრი ქვეყნების საფინანსო უწყებათა ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მათს ეკონომიკებში დაღმასვლა შენელდა, თუმცა მდგომარეობის გამოსწორებაზე საუბარი ნაადრევია. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე შვიდი ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეკონომიკურ საქმიანობას გამოცოცხლება რამდენიმე თვეში უნდა დაეტყოს. თუმცა, მათივე თქმით, ზრდის პერსპექტივა კვლავინდებურად არ ჩანს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური კრიზისი, შესაძლოა, კიდევ უფრო გამძაფრდეს.
XS
SM
MD
LG