Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტი ბარაკ ობამას საყვედურობს


თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გიულის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის გუშინდელ გამოსვლაში პატივი არ მიაგო სომხების მიერ დახოცილი თურქების ხსოვნას. პარასკევს ობამამ ოსმალეთის იმპერიაში, 1915 წელს, სომხების მასობრივ ხოცვა-ჟლეტას “მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი სისასტიკე” უწოდა, თუმცა თავი შეიკავა ტერმინ “გენოციდის” ხმარებისგან. ანატოლიის საინფორმაციო სააგენტოს მოჰყავს აბდულა გიულის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ობამას 1915 წელს დახოცილი ისიათასობით თურქი და მუსლიმიც უნდა ეხსენებინა. ამ შინაარსის განცხადება გიულმა სოფიაში გააკეთა, სადაც დღეს მუშაობას ამთავრებს ორდღიანი ენერგეტიკული სამიტი. 24 აპრილს სომხებმა აღნიშნეს ოსმალეთის იმპერიაში დაახლოებით მილიონნახევარი სომხის გაჟლეტა. თურქეთი ეწინააღმდეგება ტერმინ "გენოციდის" ხმარებას და აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი გადაჭარბებულია.
XS
SM
MD
LG