Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭში მერის არჩევნები გაიმართა


დღეს სოჭში, რომელიც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, მერის არჩევნები გაიმართა. ექვს კანდიდატს შორის იყო მოქმედი მერი და მმართველი პარტია ერთიანი რუსეთის კანდიდატი ანატოლი პახომოვი, რომელსაც გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ. ოპოზიციური კომუნისტური პარტიის კანდიდატმა იური ძაგანიამ კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ არჩევნები “ასი პროცენტით უპატიოსნოდ ტარდება”. ამ არჩევნებს გამოცდად მიიჩნევენ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევისთვის, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიტიკური შეჯიბრის პრინციპების ერთგულია. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20 საათზე დაიხურა. კენჭისყრის პირველ შედეგებს ორშაბათის ელიან.
XS
SM
MD
LG