მაშვლებმა მიაგნეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მემონტაჟეების, გიორგი გაბუნიასა და ნიკა გელაშვილის ცხედრებს. ტელეკომპანიის თანამშრომლები წუხელ, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი სახლის ჩამონგრევას ემსხვერპლნენ. შენობაში სატელევიზიო პროექტ "ვარსკვლავების აკადემიის" სტუდენტები ცხოვრობდნენ. შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.