Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: იაგო კაჭკაჭიშვილი


პარასკევს რადიო თავისუფლების დილის პროგრამის სტუმარი იყო სოციალოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელმაც საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ კვლავინდებურად აქვს იმედი, რომ ოპოზიციის მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომის შესახებ ერთგვარი ვაჭრობის საგანია და ადეკვატური კონტრწინადადების, მაგალითად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემოთავაზების, შემთხვევაში დიალოგის დაწყება შესაძლებელი გახდება.

იაგო კაჭკაჭიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს აქციის მონაწილეების და, ზოგადად, საპროტესტო მუხტის მატარებლების მარგინალიზაცია მოახდინოს და მათი მოთხოვნები მხოლოდ ეკონომიკურ პრობლემებს დაუკავშიროს. მაგალითისთვის მან გაზეთ "24 საათში" გამოქვეყნებული გია ნოდიას ინტერვიუ მოიყვანა, რომელშიც რესპონდენტი "საკნების" მაგივრად "გალიებს" ახსენებს. ეს იმისთვის, რომ გალია ცხოველთან ასოციაციას იწვევსო - თქვა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
XS
SM
MD
LG