Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მისია კმაყოფილია საქართველოს მიერ მემორანდუმის შესრულებით


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კმაყოფილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო გადაადგილებათა შეზღუდვის შესახებ მოლაპარაკებათა პირობების შესრულებით. მისიის განცხადებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა და რომელიც უკვე სამი თვეა ძალაშია, 26 აპრილს ავტომატურად გაგრძელდა კიდევ სამი თვით. ურთიერთგაგების მემორანდუმი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვეს ქართული სამხედრო ძალების გადაადგილების გარკვეულ შეზღუდვებსა და ამ გადაადგილების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარ ინფორმირებას გულისხმობს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კმაყოფილია საქართველოს ხელისუფლების მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების შესრულებით და ცნობს, რომ საქართველოს მხრიდან ეს არის ნდობის აღდგენის მიმართულებით ცალმხრივად მიღებული ზომები.
XS
SM
MD
LG