Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთსა და სომხეთს შორის შეთანხმებით აზერბაიჯანიც მოიგებს


თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული აცხადებს, რომ შეთანხმება, რომელსაც შესაძლოა მიაღწიონ თურქეთმა და სომხეთმა, მომგებიანი იქნება აზერბაიჯანისთვის. თურქეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ ოთხშაბათს პრაღაში განაცხადა. გიულის აზრით, თურქეთსა და სომხეთს შორის შერიგება კავკასიის მთელი რეგიონის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა გუშინ განაცხადა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას.
XS
SM
MD
LG