Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთი მედიასა და ინტერნეტზე კონტროლს ამკაცრებს


ყაზახეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მოიწონა კანონპროექტი, რომელიც მიმართულია ინტერნეტსა და მედიაზე სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებისაკენ. თუკი ყაზახეთის პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს კანონს, სასამართლოებს ექნებათ უფლება დაბლოკონ ვებ-გვერდები, მათ შორის - უცხოური ვებ-გვერდები, პროკურორებს კი ექნებათ უფლება შეაჩერონ მედია-ორგანიზაციის საქმიანობა. ყაზახეთის ახალი კანონპროექტით, მედიად განიხილება ბლოგები და ფორუმები. ყაზახეთის ხელისუფლება თვლის, რომ ამგვარი კანონის ამოქმედებით მოხდება არეულობის პრევენცია და დაცული იქნება ადამიანის უფლებები. ყაზახეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ დეპუტატებს განუცხადა, რომ მედიამ შეიძლება შეასრულოს გადამწყვეტი როლი არეულობის ხელშეწყობაში, როგორც ეს მოლდავეთში მოხდა და ამიტომ მედია უნდა კონტროლდებოდეს.
XS
SM
MD
LG