Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: საქართველოში ნატოს სამხედრო სწავლება აშკარა პროვოკაციაა


კრემლში, ედუარდ კოკოითისა და სერგეი ბაღაფშთან დღევანდელი შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში დაგეგმილ ნატოს სამხედრო სწავლებას აშკარა პროვოკაცია უწოდა. მედვედევის განცხადებით, ჭეშმარიტებაა, რომ იქ, სადაც ომი იყო, სამხედრო წვრთნის ჩატარება შეუძლებელია. რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსგავს მოქმედებას შესაძლოა მოჰყვეს უარყოფითი შედეგები, რისთვისაც პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ პირებს, ვინც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. მედვედევის თქმით, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესაძლო პროვოკაციები უნდა აღიკვეთოს.
XS
SM
MD
LG